|
2022-09-15 17:53:23, 1055 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის ინიციატივით, განრიდებული ახალგაზრდები პროგრამირების ონლაინ საბაზისო სასწავლო კურსს გაივლიან
საქართველოს პროკურატურასა და „სქილვილ აკადემიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში განრიდებული არასრულწლოვნები და 18-დან 21 წლამდე პირები, რომელთაც დაასრულეს განრიდება/მედიაცია, პროგრამირების ონლაინ საბაზისო სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან. მემორანდუმს ხელი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და „სქილვილ აკადემიის" დირექტორმა თეიმურაზ მაღრაძემ მოაწერეს. ღონისძიებას გენერალური პროკურატურის თანამშრომლები და „სქილვილ აკადემიის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სქილვილ აკადემიის" მხარდაჭერით, სასწავლო კურსი 7 თვის მანძილზე ონლაინ წარიმართება, რომლის ფარგლებშიც, მსმენელებს პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებების შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ. სასწავლო კურსს პირველ ეტაპზე, განრიდებული 25 ახალგაზრდა გაივლის. განრიდებული პირები დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას შეისწავლიან, რაც მათ თვითრეალიზების და დასაქმების მეტ შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს პროკურატურის მიზანია მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს წარსულში კანონთან კონფლიქტში მყოფი ის ახალგაზრდები, რომელთა მიმართ გამოყენებული სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებები წარმატებით განხორციელდა. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე ასაკის პირთა განრიდების მიზნების საბოლოოდ მიღწევას, რაც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების უზრუნველყოფას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს პროკურატურასა და „სქილვილ აკადემიას" შორის თანამშრომლობის გაძლიერება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოს პროკურატურა სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მომავალშიც განაგრძობს.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)