|
2022-09-12 15:45:40, 996 ნახვა
საზოგადოება
კასპის საჭიდაო დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრს უმასპინძლა
10 და 11 სექტემბერს ქალაქ კასპის საჭიდაო დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრს უმასპინძლა. შეჯიბრი 2004-2005 წელს დაბადებულთა შორის ჩატარდა, რომელშიც სპორტსმენები საქართველოს 26 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ. შეჯიბრზე 10 გამარჯვებული მოჭიდავე გამოვლინდა, მათგან ერთ ერთი კასპელი გიორგი ხიზამბარელია. გამარჯვებულები 8 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისში გამართულ ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში. გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა და ტიტულოვანმა მოჭიდავეებმა გადასცეს. შეჯიბრს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიასა და სპორტის მესვეურებს შეჯიბრის ორგანიზებული ჩატარებისთვის.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)