09:44 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 11:34:57, 900 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 47 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 209, 624 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 44, 904 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 164,72 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც დასაწყობდა ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში”.

„რეგიონების მიხედვით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებიდან, 15 დარღვევა კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - ქვემო ქართლის, 18 - შიდა ქართლის, 4 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - იმერეთის, ხოლო 2 - სამართალდარღვევა გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდამრღვევთა მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ გადაიყვანეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics