|
2022-08-30 14:24:51, 1829 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში ჩაფრინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ის ჟურნალისტები ავრცელებენ, რომელბმაც დელეგაციის წევრები უკრაინის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს. ცნობისთვის,უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი გუშინ, 29 აგვისტოს გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსმა გაავრცელა. მარიანო ფროსის თქმით, აღნიშნულ ჯგუფს თავად უხელმძღვანელებს. „დრო მოვიდა, IAEA-ს მხარდაჭერისა და დახმარების მისია გზაშია. ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინისა და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. მეამაყება, რომ გავუძღვები ამ მისიას, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ კვირის დღეებში ჩავა”,- წერს მარიანო გროსი. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ. სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები. ამასთან, 26 აგვისტოს, ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომგაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)