17:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 15:21:22, 2005 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეკლემას „ევრონიუსი“-ს მილიონობით მაყურებელი ეცნობა

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ეთერში ტრიალებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით,  რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს მოამზადებს, რომელიც გადაცემა ,,FOCUS”-ის ეთერში სექტემბერში გავა.

„აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics