|
2022-08-24 14:39:46, 1160 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები აჭარაში დაისვენებენ
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბავშვები აჭარაში, ზღვისპირა სასტუმროში დაისვენებენ. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ხელშეწყობით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის თავშესაფარში მცხოვრები 21 ბავშვი, მშობლებთან ერთად, აჭარაში, ერთ-ერთ სასტუმროში დაისვენებენ. აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრად ზღვისთვის საჭირო აქსესუარები გადასცეს. ძეგვის თავშესაფრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა წლებია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებთათვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას პერმანენტულად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)