13:57 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 17:17:30, 1092 ნახვა

საზოგადოება
მღებრიშვილი - ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილებიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა - თემურ მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოების შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ისაუბრა. როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება.

"ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები.

ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს, სადაც აქტიურად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. არის კონკრეტული ძველი კერები, რომლებზეც მოხდა ლიკვიდაცია და ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო გვაქვს ახალი ცხელი კერებიც.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics