02:37 - 24 Jul, 2026
|
2022-08-21 18:25:05, 1343 ნახვა
მსოფლიო
სომალის შეიარაღებულმა ძალებმა, სასტუმრო „ჰაიატი” ისლამისტებისგან გაათავისუფლეს
სომალის შეიარაღებულმა ძალებმა, სასტუმრო „ჰაიატი" ისლამისტებისგან გაათავისუფლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო 117 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სომალის სპეციალური ძალების მიერ სასტუმროს გათავისუფლების ოპერაცია 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სომალის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მხოლოდ საავადმყოფოს მონაცემებზე დაყრდნობითაა და შესაძლებელია არსებობდნენ გარდაცვლილები, რომლებიც თავად ნათესავებმა დაკრძალეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 აგვისტოს სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრები სასტუმრო „ჰაიატს“ თავს დაესხნენ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)