17:09 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 13:59:43, 7125 ნახვა

რეგიონი
სოფელ გარიყულაში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ გარიყულაში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა, მერის წარმომადგენელმა ჯაბა ბროლაძემ და საკრებულოს დეპუტატმა გიორგი დარბიაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

სოფლის გზის მოწყობის სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ევრობეტონი“ახორციელებს. 

გზის სიგრძე 140 მეტრია, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 32 214 ლარია.

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, გზა რელიეფიდან გამომდინარე რთულია, შესაბამისად მოსახლეობას და ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა. მისი  ბეტონის საფარით მოწყობა აუცილებელი იყო. რეაბილიტირებული გზა გადაადგილებისას უსაფრთხო იქნება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics