14:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 11:05:52, 1770 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებულ დონეცკში 3 უცხოელ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ოკუპირებულ დონეცკში ე.წ. სასამართლომ 15 აგვისტოს 5 უცხოელ მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის ძალებთან ბრძოლაში დაატყვევეს, ბრალი წაუყენეს, მათგან 3-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, მარიუპოლში დატყვევებული ბრიტანელი, ჯონ ჰარდინგი, ხორვატიელი ვიეკოსლავს პრევეგი და შვედეთის მოქალაქე მატიას გუსტაფონი შესაძლოა სიკვდილით დასაჯონ.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ბრალი ასევე ორ ბრიტანელს წაუყენეს, დილან ჰილისა და ენდრიუ ჰილს, მაგრამ მათ სიკვდილით დასჯა არ ემუქრებათ. ამასთან, ხუთივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ აღიარებს

„ხორვატია უარყოფს საბრალდებო დასკვნას და არ თვლის მას დასაბუთებულად და კანონიერად, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და საერთაშორისო კონვენციებს დაკავებულ სამოქალაქო პირებთან და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ,- განაცხადახორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიეკოსლავს პრევეგისწინააღმდეგ ბრალდებების საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ დონეცკის ხელისუფლებამ ივნისში სიკვდილი ორ ბრიტანელს და ერთ მაროკოს მოქალაქეს მიუსაჯა, რომლებიც უკრაინულ ძალებთან ერთად იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ხელისუფლების ძალადობრივი აღების მცდელობისა და დაქირავებულების ბრალდებით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics