15:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-13 16:55:18, 1903 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - რუსებს რომლებიც სავიზო აკრძალვის პერსპექტივით უკმაყოფილოა, საჩივრით კრემლს მიმართონ

რუსებს, რომლებიც აღელვებულნი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით, შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით კრემლს და ომის მომხრე მათი თანამემამულეების 70%-ზე მეტს მიმართონ. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ ითხოვს აკრძალვას იმ რამდენიმე რუსისთვის, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს.

"რუსებს, რომლებიც აღელვებულნი არიან ევროპაში ტურისტული მოგზაურობის აკრძალვის პერსპექტივით, შეუძლიათ თავიანთი საჩივრებით კრემლს და ომის მომხრე მათი თანამემამულეების 70%-ზე მეტს მიმართონ. არავინ ითხოვს აკრძალვას იმ რამდენიმე რუსისთვის, ვისაც შეიძლება თავშესაფარი ან ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics