15:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-13 13:03:52, 1870 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

ღამით ხარკოვში ორი დარტყმა დაფიქსირდა. სლობიდსკის რაიონში რაკეტა კოლეჯთან ახლოს, ტროტუარზე დაეცა. - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, აფეთქების  ტალღამ შენობა დააზიანა. ნემიშლიანსკის რაიონში რაკეტა სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსის წინ, გაზონზე ჩამოვარდა

"ღამით ხარკოვში ორი დარტყმა დაფიქსირდა. სლობიდსკის რაიონში რაკეტა კოლეჯთან ახლოს, ტროტუარზე დაეცა. აფეთქების  ტალღამ შენობა დააზიანა. ნემიშლიანსკის რაიონში რაკეტა სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსის წინ, გაზონზე ჩამოვარდა. დაზიანებულია ტროლეიბუსები, ავტომობილები, ჩამსხვრეულია სახლების მინები. 74 და 50 წლის ქალებს მედიკოსებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics