|
2022-08-01 00:03:11, 4088 ნახვა
სხვადასხვა
რა უნდა ვიცოდეთ კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციური დაავადებების შესახებ?
კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციური დაავადებები ძირითადად სახეზე, თავსა და ქვედა კიდურებზე ვლინდება. ამ პრობლემისთვის დამახასიათებელია გამონაყარი, შეშუპება, ქავილი და წვა, რომელსაც ხშირად ტემპერატურის მატება, სისუსტე და გულისრევაც ახლავს თან. კანის დაავადებების უმრავლესობას სიცოცხლისთვის საშიში დამახასიათებელი ნიშნები არ გააჩნია, თუმცა, თან სდევს დისკომფორტი და გარკვეულწილად, გარეგნობის გაუარესება. კანის ინფექციური დაავადებები ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა მსგავსი პრობლემები ძირითადად გარდატეხის ასაკიდან იჩენს თავს, გაზაფხულზე კი განსაკუთრებით მწვავდება. წითელი ქარი - კანის გავრცელებული ინფექციური დაავადება წითელი ქარი კანის ინფექციურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. მისი მაპროვოცირებელი არაერთი მიზეზია ცნობილი, თუმცა, ის მხოლოდ დაზიანებულ კანსა და ლორწოვანში სტრეპტოკოკის შეჭრის შედეგად ვითარდება. კანის ბაქტერიული დაბინძურების მიზეზი შეიძლება ქირურგიული ჭრილობა ან უბრალოდ მწერის ნაკბენი გახდეს. წითელი ქარისთვის დასაწყისში სისუსტე და თავის ტკივილია დამახასიათებელი, ამას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება შემცივნება და ტემპერატურის მატება. ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად შესაძლოა ავადმყოფს უმადობა, უძილობა და გულისრევა დაეწყოს. დაავადების დაწყებიდან 10-24 საათის შემდეგ იწყება კანის დაზიანებული მონაკვეთის ტკივილი, შემდეგ ჩნდება ერითემული ლაქა, რომლის ზომა სწრაფად იზრდება, კანის ანთებით მოცული მონაკვეთი შეშუპდება და ხდება მტკივნეული. პაციენტები ამ დროს მედიკამენტებს იყენებენ და ვინაიდან წითელი ქარი სტრეპტოკოკული ინფექციაა, მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვაც საჭირო ხდება. ერითემული ანთების ადგილზე შეიძლება კანი აიქერცლოს. კანის ანთებითი მონაკვეთიდან ლიმფურ კვანძამდე შეიძლება შევამჩნიოთ ლიმფანგიტი, ლიმფური კვანძი გადიდებულია და მტკივნეული. დაავადების ქვედა კიდურზე გავრცელების დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში - ეს ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. ამ დაავადების მკურნალობის პროცესში ლიმფური მიმოქცევის გაუმჯობესებაში პაციენტებს ეხმარება კომპრესიული ტრიკოტაჟიც, რომლის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. ეს პროდუქტი გარს ეკვრის კანის ზედაპირს და საუკეთესოდ ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ჯანმრთელმა პაციენტებმა 1 თვის განმავლობაში უნდა ატარონ ელასტიური წინდები, ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვთ, ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესების მიზნით, გაცილებით დიდხანს უხდებათ კომპრესიული წინდების ტარება.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)