|
2022-07-29 10:11:43, 1630 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე ამას რუსეთი აკეთებს
მსოფლიოში არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე ამას რუსეთი აკეთებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ ვიდეო-მიმრთვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთის ამგვარ ქმედებებს სჭირდება სამართლებრივი რეაგირება გლობალურ დონეზე. „24 თებერვლის შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერი დღე გაატაროთ უკრაინაში, რათა დაინახოთ, რომ მსოფლიოში არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე ამას რუსეთი აკეებს. ამას ნამდვილად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება გლობალურ დონეზე. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ სენატორებს, რეზოლუციის დამტკიცებისთვის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოკუპანტები მალე „მნიშვნელოვან ახალ დანაკარგებს“ მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)