|
2022-07-28 12:19:36, 2619 ნახვა
სამხედრო
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები „ჯარის ქალაქის“ მშენებლობას გაეცნენ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მახათას მთაზე იმყოფებოდნენ, სადაც „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პარლამენტარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა და ბინათმშენებლობის სამუშაოები დაათვალიერებინა. დეპუტატებმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზეც იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსია აშენებული, რომელშიც 1092 ბინაა განთავსებული. ყველა კორპუსში დასრულებულია კარკასული, ბლოკის წყობისა და ვიტრაჟის ჩასმის სამუშაოები. ბინები გამიჯნულია სამეზობლო და შიდა ტიხრებით, ასევე დასრულებულია სახურავის, კიბის უჯრედის, ლიფტის ჰოლისა და გაზიფიცირების სამუშაოები. უკვე დამონტაჟებულია ლიფტები და მიმდინარეობს ფასადების მოწყობა. სამხედროებმა თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართი, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეიძინეს. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარია. შესაბამისად, სამხედროები ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარს იხდიან. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება აქვთ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. პროექტი, რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)