|
2022-07-26 10:11:18, 1555 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - გაზის შანტაჟი სჭირდება ტერორისტულ სახელმწიფოს, რათა ევროპელების ცხოვრება გააუარესოს
რუსული ენერგეტიკული ფირმა „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ამცირებს გაზის ნაკადს გერმანიაში, რათა დაუშვას ტურბინაზე მუშაობა Nord Stream 1 მილსადენზე. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამით რუსეთი ევროპის წინააღმდეგ „გაზის შანტაჟს“ აწარმოებს. „ევროპის გაზის შანტაჟი, რომელიც მხოლოდ ყოველთვიურად უარესდება, ტერორისტულ სახელმწიფოს სჭირდება, რათა ყველა ევროპელის ცხოვრება გააუარესოს“, - განაცხადა ზელენსკიმ. Nord Stream 1 მილსადენი, რომელიც გაზს რუსეთიდან გერმანიაში აგზავნის, კვირების მანძილზე საკმაოდ დაბალია. შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში რუსეთის უმსხვილესი ევროპული მილსადენი მთლიანად დაიხურა 10-დღიანი ტექნიკური შესვენების გამო, რამაც გამოიწვია შიში ევროპაში, რომ გადაზიდვები საერთოდ არ განახლდებოდა. მიწოდება განახლდა ხუთი დღის წინ. მაგრამ ორშაბათს, გაზპრომმა გამოაცხადა, რომ კვლავ შეწყვეტს გაზის მიწოდებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)