19:32 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 13:43:31, 1821 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი მარცვლეულის ექსპორტზე - შეთანხმება ძალაშია, ოდესის სარაკეტო იერიში სამხედრო ინფრასტრუქტურას მოხვდა

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო, მოსაზრება რომ უკრაინის ქალაქ ოდესაზე განხორციელებული  საკრუიზო რაკეტების დარტყმები რაიმე გავლენას მოახდენს მარცვლეულის ექსპორტზე და  გაეროს ეგიდით დადებულ შეთანხმებაზე.

პესკოვი ამტკიცებს, რომ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის მოზანი სამხედრო ინფრასტრუქტურაა.

 ”ეს დარტყმები დაკავშირებულია ექსკლუზიურად სამხედრო ინფრასტრუქტურასთან. ისინი არანაირად არ უკავშირდება ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება მარცვლეულის ექსპორტისთვის. ამან არ უნდა იმოქმედოს - და არ იმოქმედებს - გადაზიდვების დაწყებაზე,”- განაცხადა პესკოვმა.

 შეგახსენებთ, რომ შაბათს, უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გარანტირებისთვის შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში , რუსეთმა  საკვანძო საპორტო ქალაქზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

 გეგმის თანახმად  უკრაინული მხარე გააკონტროლებს მარცვლეულის ტვირთების მოძრაობას დანაღმული პორტების წყლებში; რუსეთი ეთანხმება ზავს ტვირთების გადაზიდვისას; თურქეთი - გაეროს მხარდაჭერით - შეამოწმებს გემებს, რათა გაქარწყლოს რუსული მხარის  შიში იარაღის კონტრაბანდის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics