08:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 10:07:56, 1003 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - დავასრულოთ ეს არეულობა, არ არის საჭირო ბირთვული ომის უფსკრულისკენ წასვლა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ რუსული აგრესიის დასრულება უკრაინაზეა დამოკიდებული, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და დაპირდეს, რომ რუსეთს არ დაემუქრება.

როგორც ლუკაშენკომ სამთავრობო მედიასთან საუბრისას განაცხადა, ამ მოცემულობაში ომის დასრულება, შესაძლოა, უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით მოხდეს. 

"ყველაფერი (ომის დასრულება - რედ.) უკრაინაზეა დამოკიდებული. ახლა იმ მომენტის თავისებურებაა, რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით.უნდა შევჩერდეთ, მივაღწიოთ შეთანხმებას, დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში. მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, უფრო შორს ბირთვული ომის უფსკრულია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ ნატო აპირებდა რუსეთზე თავდასხმას „უკრაინისა და ბელარუსის გავლით“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics