|
2015-02-05 13:43:05, 1958 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: გაზის ტარიფთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებისთვის უმტკივნეულო ვარიანტზე შევთანხმდებით
"სოკარს" ძალიან პარტნიორული დამოკიდებულება აქვს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, გაზის ტარიფის საფასურთან დაკავშირებით, ისეთ ვარიანტზე შევთანხმდებით, რომელიც ადამიანებისთვის მტკივნეული არ იქნება",-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები საქართველოზეც აისახება და ამაში განსაკუთრებული არაფერია. "ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. კომპანია "სოკართან".რაც მთავრია, მათი მხირდან არის კეთილი ნება და პარტნიორული დამოკიდებულება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისეთ ვარიანტზე შევთანხმდებით, რომელიც არ იქნება მტკივნეული, განსაკუთრებით სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის. თუმცა, ის პროცესები და ეკონომიკური სიტუაცია რეგიონში ყველაფერზე აისახება და ამაში რაღაც ექსტრაორდინალური არაფერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანია "სოკარს" აქვს ძალიან პარტნიორული დამოკიდებულება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)