|
2022-07-07 16:09:49, 4178 ნახვა
Lifestyle
ცრუ ჩვენების გამო ემბერ ჰერდს სასამართლოში კვლავ ელიან
ჰოლივუდის სკანდალური მსახიობი ემბერ ჰერდი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯონი დეპის მიმართ ჩადენილი ცილისწამების გამო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს სასამართლოში ბრალდებულის სახით. მედიის ცნობით, მას ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალს წაუყენებენ. ჰოლივუდის მსახიობი უკვე გაასამართლეს იმის გამო, რომ მან თავისი ორი ძაღლი უკანონოდ შეიყვანა ავსტრალიაში. 2015 წელს საქმე დაიხურა, მაგრამ მალე მან დანაშაული აღიარა შეგახსენებთ, რომ დეპმა ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელიც მან დაწერა The Washington Post- ში , სადაც საკუთარ თავს აღწერდა, როგორც „საზოგადოებრივ ფიგურას, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია“. ექვსკვირიანი სატელევიზიო სასამართლო პროცესის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო ჰერდის პრეტენზიებზე, რომ დეპმა მას ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. ჰერდმა აღწერა ათზე მეტი სავარაუდო თავდასხმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)