08:47 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-07 16:12:03, 1055 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი გაიმართა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების სასწავლო ვიზიტი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჩეხი სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, წალკასა და მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც საკვლევი ნიმუშები  შეაგროვეს და შესაბამისი  მეთოდებით გამოიკვლიეს. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად, ჩეხმა სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაატარეს ბაქტერიოლოგიაში, ჰელმინთოლოგიაში და ToBRFV ვირუსის PCR მეთოდით კვლევაში.

„აღსანიშნავია, რომ მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტს ჩეხეთის მხარემ საჩუქრად გადასცა მიკროსკოპი, რომელსაც ლაბორატორიის სპეციალისტები გამოიყენებენ მცენარეთა მავნე ბაქტერიების და სოკოების იმუნოფლუორესცენტული მეთოდით იდენტიფიკაციისთვის.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კვლევით ცენტრებთან და ლაბორატორიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics