10:38 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 10:40:26, 1384 ნახვა

მსოფლიო
დამოუკიდებლობის დღე ამერიკაში - მასობრივ სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოს მახლობლად 4 ივლისის დამოუკიდებლობის დღის აღლუმის დროს სახურავზე მჯდომმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა. პოლიციამ სროლაში ეჭვმიტანილი პირი მალევე დააკავა, ის 21 წლის არის.

სროლამ ჰაილენდ პარკში, დაახლოებით 30,000 მოსახლეობით დასახლებულ უბანში, ჩიკაგოდან, ილინოისის ჩრდილოეთით 40 კილომეტრში, პანიკა და არეულობა გამოიწვია.

"რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულია, როცა ეს ხდება არა მხოლოდ შენს მშობლიურ ქალაქში, არამედ შენს თვალწინ“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები რონ ტუაზონი.

სროლა მოხდა აღლუმის მარშრუტზე იმ ადგილას, სადაც ბევრი მაცხოვრებელი ყოველწლიური ზეიმისთვის იკრიბება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics