|
2022-07-03 22:10:47, 1277 ნახვა
საზოგადოება
მარი მახარაძე - მივმართავ მთავრობას და ოპოზიციას, არაფერს წარმოადგენთ ქართველი ხალხის გარეშე
9 აპრილს გაერთიანებული ქართველი ერი საკუთარი სისხლის ფასად მედგრად დადგა დედამიწაზე ყველაზე დიდი მონსტრის წინაშე,- აცხადებს მარი მახარაძე 9 აპრილის გმირი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა. მისივე თქმით,საქართველოს დამოუკიდებლობა ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო წინა თაობის საზოგადოებისათვის. " ეს იყო ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ამაყი პერიოდი. ახალგაზრდები ვიყავით, ვიდექით ეროვნული გმირების გვერდით. გვჯეროდა, რომ სამყაროს შევცვლიდით. დღეს ხშირად ისმის კითხვა არ გეშინოდათ? მახსოვს სისხლით მორწყული რუსთაველი. არც ამ დღის გმირს ეკა ბეჟანიშვილს ეშინოდა, რომელმაც აქციის წინა დღეს დღიურში ჩაწერა- ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს? დღეს არც ამ მოვლენების ცოცხალ მემატიანეს, ლელა ვეფხვაძეს ეშინია დღეს იგი უსამართლობასთან ბრძოლაში შიმშილობას მიმართავს. არც აფხაზეთში ეშინოდათ. სამშობლოს სიყვარული შიშით ვერ იქნება ან გიყვარს შენი ქვეყანა, ან არა. დღეს მე ქართველი ემიგრანტების დიდი არმიის ჯარისკაცი ვარ.პირველ რიგში რასაც ყველას ვპასუხობთ, ეს ჩვენი ეროვნებაა. მივმართავ მთავრობას და ოპოზიციას, არაფერს წარმოადგენთ ქართველი ხალხის გარეშე"- აცხადებს მარი მახარაძე. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" არიან.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)