21:23 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-02 10:35:53, 1614 ნახვა

ომი უკრაინაში
კირილენკო - ოკუპანტებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს, დაშავდა 5 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის მათ შორის 11 წლის ბავშვი,- ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, დამპყრობლებმა ქალაქი დილის საათებში დაბომბეს.

„რუსებმა ქალაქ ბახმუტს ქვემეხებით ესროდნენ, დღის მეორე ნახევარში კი საჰაერო დარტყმა განახორციელეს“,- წერს კირილენკო.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

ამასთან, დამპყრობლები აგრძელებენ ლუგანსკის რეგიონში შტურმის მცდელობას. მასიური დაბომბვის შედეგად ლისიჩანსკიდან მშვიდობიანი მოქალაქეების საავადმყოფოებში გადაყვანა გრძელდება. 

29 ივნისს რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის დასახლებები დაბომბეს. დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics