|
2022-06-28 14:11:38, 787 ნახვა
საზოგადოება
წეროვანში დაშავებული სამხედროების შვილებს უმასპინძლეს
დაბა წეროვანაში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებასთან ერთად, დაშავებული სამხედროების შვილებისთვის კულტურული ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბავშვებისთვის სპეციალურად მოწვეულმა „ბასტი ბუბუს“ შემოქმედებითმა გუნდმა მათ პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით საზეიმო განწყობა შეუქმნა. წარმოდგენაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯარისკაცების შვილები, რომლებმაც სტუმრებთან ერთად იმხიარულეს. საღამო „მხიარული სტარტებით“ გაგრძელდა, რომელშიც 100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით ყველა მონაწილეს სიგელები და საჩუქრები გადაეცა. ბავშვებს ბაზაზე გამოფენილი ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)