|
2022-06-26 18:51:00, 1845 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელების ბოლო დასაყრდენი ლუგანსკის რეგიონში - რუსები ლისიჩანსკიში ძალების მობილიზაციას ახდენენ
სევეროდონეცკის აღების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ყურადღება გაამახვილეს ლისიჩანსკზე, ლუგანსკის ოლქის ბოლო ქალაქზე, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშაა.ამის შესახებ ინფორმაციას სერგეი გაიდაი ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე თქმით, ქალაქზე ავიადარტყმები განხორციელდა. გუბერნატორის თქმით, სერიოზულად დაზიანებულია საგზაო ხიდი, ჭურვები მოხვდა სახლებს, უსაფრთხოების სამსახურის შენობას და ა.შ. საავადმყოფოს ტერიტორიაზე სიცოცხლის ნიშნების გარეშე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას მრავლობითი დაზიანებები ნაღმის აფეთქების შედეგად ჰქონდა მიყენებული. „ლისიჩანსკში საჰაერო თავდასხმები განხორციელდა რუსები თავს იკავებენ სევიეროდონეცკში, სიროტინეში, ვორონოვესა და ბორივსკეში.სევიეროდონეცკის აღების შემდეგ, მტრის არმიამ მთელი თავისი ძალები გადაისროლა ლუგანსკის ოლქის ბოლო დასაყრდენის, ლისიჩანსკის დაკავებაზე."- აცხადებს გაიდაი. შეგახსენებთ, რომ ბოლოს, რუსებმა დაბომბეს აზოტის ქიმიური ქარხანა და სევიეროდონეცკში საგანგებო სიტუაციების სამსახურის სასწავლო მოედანი, ცეცხლი გაუხსნეს პავლოგრადისა და სინეცკის დასახლებებს და ლისიჩანსკამდე უკვე დანგრეული და დაბომბული ხიდების "სიძლიერე გამოსცადეს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)