|
2022-06-26 13:55:16, 1718 ნახვა
ომი უკრაინაში
კარლ ბილდტი: კიევზე სარაკეტო თავდასხმები მიზანმიმართული ესკალაციაა
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი დღეს კიევის დაბომბვას შემთხვევით არ მიიჩნევს. მისი აზრით, ეს არის მიზანმიმართული ესკალაცია და სიგნალს აგზავნის G7-ის სამიტზე, რომელიც დღეს ელმაუში გაიხსნება. უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისივე თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს. "მეგობრებო! შევჩენკოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც რაკეტა მოხვდა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. ზოგიერთი მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ექიმები მუშაობენ ადგილზე, შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ის ცოცხალია,“, - განაცხადა კლიჩკომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)