16:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 10:13:30, 1580 ნახვა

ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 338 ბავშვი დაიღუპა, 610-ზე მეტი კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 338 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 610-ზე მეტი კი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 335, კიევში - 116, ხარკოვში - 177, ჩერნიგოვის - 68, ლუგანსკის - 55, ნიკოლაევის - 48, ხერსონის - 52, ზაპოროჟიეს - 31, სუმის - 17, ჟიტომირის - 15.

უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანა 2 061 სასწავლო დაწესებულება, მათგან 213 მთლიანად განადგურდა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics