|
2022-06-21 14:56:10, 755 ნახვა
საზოგადოება
მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „დავიწყეთ მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება. სამუშაოების პირველი ეტაპი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას მოიცავს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გაუბედურებული და განადგურებული იყო ყველა არსებული კომუნიკაცია. იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებით შევდივართ, პირველ ეტაპზე, გვინდა, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გამწვანება, დამონტაჟდება განათების ბოძები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ არსებული მოედანი მთლიანად გადაკეთდება, ასევე, გაჩნდება საავტობუსე ზოლები. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელებაა. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ნოემბერში ვგეგმავთ, რომლის შემდეგაც, ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი ვგეგმავთ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)