|
2022-06-18 12:36:36, 1212 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა და ერთი ახალი მოედანი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა (ზიგზაგის ქუჩა N69, გურამიშვილის გამზირი N33ბ) და ერთი ახალი ფეხბურთის მოედანი მოეწყო (საყვირის ქუჩა N2). სამივე მისამართზე შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 213 000 ლარი დახარჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. „ვაგრძელებთ სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ახალგაზრდებისთვის მოწესრიგებული სპორტული მოედნები აუცილებელია, ამით ხელს შევუწყობთ მათ სპორტულ განვითარებას. ნაძალადევის რაიონს კიდევ სამი ახალი სპორტული სივრცე შეემატა. კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით, ბავშვებს უხარიათ. რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართებზე მოეწყო ხელოვნური მწვანე საფარი და სპორტული ინფრასტრუქტურა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)