|
2022-06-13 18:24:04, 1156 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრი თბილისში
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს. თბილისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მიმდებარედ გაიხსნა. ეს „თეგეტას“ უკვე მეშვიდე ობიექტია დედაქალაქში, სადაც მსუბუქი ავტომანქანის მფლობელებს გაუწევენ მომსახურებას. მომხმარებელი ახალ ფილიალში სწრაფ სერვისებს მიიღებს. ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, შოურუმსაც გააერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ალექსანდრე ლაფერიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი: „ახალი სერვისცენტრის გახსნით დედაქალაქს „თეგეტა მოტორსის“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ახალ ობიექტში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს შევთავაზებთ. აქვე განთავსებულია შოურუმი, სადაც პრემიუმ და ბიუჯეტური ბრენდების საავტომობილო პროდუქტებია წარმოდგენილი. შედეგად, ჩვენი მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს როგორც მომსახურების მიღებას, ისე საავტომობილო პროდუქციის შეძენას“. ახალი სერვისცენტრი, რომელიც 330 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტი ავტომფლობელის მომსახურებას შეძლებს.
ფილიალში შემდეგი სერვისის მიღებაა შესაძლებელი:
სერვისცენტრში, რომელიც შოურუმსაც მოიცავს, პრემიუმ ბრენდების: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, საცხებ -საპოხი მასალები, აკუმულატორები, საბურავები, ავტომობილის აქსესუარები და სხვა. გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ფილიალი განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი გრაფიკით იმუშავებს და მომხმარებელს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 9:30-დან საღამოს 9 საათამდე გაუწევს სათანადო მომსახურებას. შედარებით მოკლე სამუშაო დღეა კვირას - სერვისცენტრი საღამოს 6 საათამდე იმუშავებს. „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|







ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)