|
2022-06-10 12:19:38, 1025 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ევროკომისიის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს ვირტუალურად შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა ევროკომისიის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, ელენა ფლორესს. ფინანსთა მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტური, ნაყოფიერი და ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის. ლაშა ხუციშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროკავშირმა ქვეყანას გაუწია COVID-19-ის პანდემიის რთულ პერიოდში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას საქართველოსთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს განაცხადს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უმოკლეს ვადაში შეავსო კითხვარი და ახლა ქვეყანა ელოდება წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რეგიონში შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს. ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმა, რომლის შედეგია ის, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა გახდა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)