17:33 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 15:23:41, 1340 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 10 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 10 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე -www.kids.org.ge. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეგისტრაციის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დასარეგისტრირებელი ბავშვი 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ ორი წლის. რეგისტრაციის დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.

რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება, ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 13 ივნისიდან სასურველ ბაღში სარეზერვო სიაში მოხვედრის შესახებ განცხადება წარადგინონ.

ამასთან, თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics