16:36 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 10:41:34, 1129 ნახვა

მსოფლიო
CNN: ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინის გარეშე განიხილავენ ომის დასრულების გეგმას

შეერთებული შტატების, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა განიხილონ უკრაინაში ომის დასრულების გეგმა მოლაპარაკებების გზით, იუწყება CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. კერძოდ, ტელეარხის თანამოსაუბრეების თქმით, განიხილეს იტალიის გეგმა.

უკრაინა უშუალოდ არ მონაწილეობს ამ დისკუსიებში, რაც, როგორც CNN აღნიშნავს, ეწინააღმდეგება აშშ-ს ხელისუფლების განცხადებებს - "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე". ამასთან, როგორც ხაზგასმით აღინიშნა, შეერთებული შტატები არ ახორციელებს ზეწოლას უკრაინაზე გარკვეული გეგმის დაჟინებით და არ უბიძგებს მას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ.

საქმე ეხება სამშვიდობო გეგმის სავარაუდო პარამეტრების დადგენას, რომელიც შეიძლება უკრაინას შემდგომი განხილვისთვის შესთავაზოს, წერს CNN. თუმცა, არხის წყაროები ეჭვობენ, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რომელიც ტერიტორიულ დათმობებს ითვალისწინებს. ამავდროულად, CNN-ის ორმა წყარომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნამდვილად არ უჭერს მხარს იტალიურ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ყირიმისა და დონბასის სრულ ავტონომიას.

ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკებებს მოჰყვება თუ არა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ წარმოებული დისკუსიები. როგორც CNN აღნიშნავს, შეერთებული შტატების ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ხედავს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების რეალურ პერსპექტივას. უკრაინა და რუსეთი ასევე ნაკლებად ინტერესდებიან სერიოზული მოლაპარაკებებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics