03:42 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 15:50:18, 1645 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - უკრაინიდან მარცვლეულით გემების შეუფერხებლად გადაადგილებას ხელს შევუწყობთ, თუ წყლების განაღმვის პრობლემას მოაგვარებენ

რუსეთი მზადაა უკრაინის პორტებიდან ხმელთაშუა ზღვაში მარცვლეულით გემების შეუფერხებლად გადაადგილებას ხელი შეუწყოს, იმ პირობით თუ უკრაინა "მოაგვარებს თავისი ტერიტორიული წყლების განაღმვის" პრობლემას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციამ დიდი ხანია გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო მსოფლიოში წარმოქმნილი სურსათის პრობლემის გადასაჭრელად“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა ჰქონდა მხედველობაში.

„ამისთვის (უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით გემების განბლოკვისთვის) აუცილებელია, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა გაასუფთავონ სანაპირო წყლები, რომლებიც არის ტერიტორიულ წყლებში, უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში და რომლებიც დანაღმულია“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ გაეროში განაცხადა, რომ რუსეთმა, რომელმაც ომი წამოიწყო, დარტყმა მიაყენა გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის თითქმის ყველა ექსპორტი შავ ზღვაში პორტების ბლოკირების გამო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics