21:13 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 18:06:20, 1310 ნახვა

საზოგადოება
ახმეტაში პუტინისტური პარტია ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტეს

ახმეტაში პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ ოფისთან აქცია გაიმართა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"არა რუსეთს! არა მონობას! არა ალტ-ინფოს!" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით, 20-მდე ახალგაზრდა "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის წინ მივიდა და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტა.

კონსერვატიული მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

ჩემი აზრით იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ არ უნდა იყოს ალტ-ინფოს შენობა“ - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

მოქალაქეებისა და აქტივისტების გამოჩენას პარტიის ოფისთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საჭირო გახდა პოლიციის გამოძახებაც. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გაარიდა ადგილიდან.

მოქალაქეების აქცია კი გაგრძელდა. ისინი ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ, სანამ პარტია არ დატოვებს ახმეტას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics