|
2022-05-25 15:21:14, 1211 ნახვა
საზოგადოება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი დევნილთა დასახლებებში იმყოფებოდა
სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი კარი ჰენრიკსენი თბილისსა და წეროვანში დევნილთა დასახლებებში იმყოფებოდა და იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გააცნო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით გურამიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო. სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, რათა თითოეული ოჯახის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. მომდევნო წლების განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)