|
2022-05-24 12:40:34, 2209 ნახვა
კომენტარი
ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი - პუტინი წავა სანატორიუმში, 2023 წელს ის ცოცხალი აღარ იქნება
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რიჩარდ დირლოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მალე „სანატორიუმში წავა", თუმცა არა საკუთარი ნებით. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau იტყობინება . ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, პუტინი შესაძლოა მომავალ წლამდე დატოვოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი. თუმცა ეს უკრაინის ომს კი არ უკავშირდება, არამედ 69 წლის სისხლიანი დიქტატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დირლავის თქმით, რომელიც ხელმძღვანელობდა ბრიტანულ დაზვერვას 1999 წლიდან 2004 წლამდე, ის დაკარგავს ძალაუფლებას და 2023 წელს ის ცოცხალი აღარ იქნება. "არა მგონია, რომ ის ცოცხალი იყოს 2023 წელს", - თქვა Mi-6-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი შესაძლოა გახდეს აგრესორი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)