|
2022-05-16 16:18:42, 1230 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის მონტაჟი მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გურიამშენი“ ახორციელებს. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 99 500 ლარით ფინანსდება. "ამჟამად შენდება საქვაბე და წყლის სისტემა. პარალელურად, შენობაში გაყვანილობის და რადიატორების მონტაჟი მიმდინარეობს. სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში 159 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესს კი 22 პედაგოგი ემსახურება."-აღნიშნულია ინფორმაციაში. 2022-2023 სასწავლო წლიდან, სკოლა ზამთარს კომფორტულ პირობებში შეხვდება. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)