|
2022-05-15 18:42:44, 1409 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი: ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ
ნატო-ს გენერალური მდივანი, იან სტოლტენერგი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო -ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი განხილვების შედეგად კონსენსუსის მიღწევას შეძლებს. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წლების განმავლობაში წარმატებული იყო, ხოლო შვედეთი და ფინეთი ალიანსის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მათი გაწევრიანება კონტინენტისთვის ისტორიული მომენტი იქნება. "თურქეთი ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მათ გამოხატეს ეჭვი და როგორც ნატო-ში ყოველთვის ვიქცევით, როდესაც გარკვეული ეჭვები არსებობს, ჩვენ ვსხდებით სასაუბროდ და მე დარწმუნებული ვარ, წევრობის საკითხის გადაჭრაზე საერთო ენას გამოვნახავთ და კონსენსუსს მივაღწევთ. ყველა პარტნიორი თანხმდება, , რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა წარმატებით სარგებლობდა წლების განმავლობაში. ფინეთი და შვედეთი კი წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ამ დროისთვის ისინი ჩვენი უახლოესი მოკავშირეები არიან. თუ შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტენ ნატო-ში გაწევრიანებაზე განცხადის შეტანას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ევროპისთვის, ფინეთისა და შვედეთისთვის,".- განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოზირიურად არ აფასებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, ტერორისტული საფრთხეების გამო.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)