13:59 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 14:42:46, 1659 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის მცველების გადასარჩენად - აქცია პარლამენტთან კვირას გაიმართება

"მარიუპოლის მცველების გადასარჩენად!" ამ სახელწოდებით აქცია გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორი უკრაინის მოქალაქე, მიხაილო ულიანინი ავრცელებს.

მისივე თქმით, აქცია 15 მაისს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

" ჩვენ, ხალხი, რომელსაც გვაღელვებს, მოვუწოდებთ ჩვენნაირებს, გავერთიანდეთ და კვირას გამოვიდეთ აქციაზე უკრაინის და მარიუპოლის დამცველების მხარდასაჭერად! ჩვენი პოზიციის გამოსახატავად, თქვენ უნდა მივიპყროთ მეტი ყურადღება საერთაშორისო მედიისა და გავლენიანი ადამიანების მხრიდან. და, რაც მთავარია, მივიღოთ კონკრეტუი ზომები, რომლებიც მიმართულია ჩვენი გმირების გადასარჩენად!
გელოდებით ყველას 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოედანზე!" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics