|
2022-05-11 12:38:42, 1021 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში გამგეობის მიერ ორი ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ლიფტების რეაბილიტაცია ექვს მისამართზე დაასრულა, ექვსზე კი - მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოები წლის განმავლობაში კიდევ სხვადასხვა მისამართზე განხორციელდება. ლიფტის სრული რეაბილიტაცია ილორის ქუჩა N22 კორპუსის I და მეხუთე მიკრორაიონის N21 კორპუსის II სადარბაზოებში განხორციელდა. ჯამში, ორივე ლიფტის სამუშაოებისთვის 78 718 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული სამუშაოები გამგეობის მიერ 100 % - ით ფინანსდება. მოდერნიზაციის სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდა ლიფტი, შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა ასევე, მართვის კოლოფი. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)