21:03 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 11:12:02, 1112 ნახვა

სამართალი
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ასპინძაში თანასოფლელი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დაბა ასპინძაში დააკავეს.

უწყების ცნობით, ა.ნ-მ თანასოფლელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში მიაყენა ჭრილობა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ნ. მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics