22:18 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 14:29:03, 2375 ნახვა

მსოფლიო
გერმანია მზად არის რუსული ნავთობის იმპორტის ემბარგოს მხარი დაუჭიროს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა, განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ევროკავშირის მასშტაბით  რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ ემბარგოს მხარი დაუჭიროს. მან ამ საკითხზე გერმანიის ტელევიზია ARD-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, დაწესებული სანქციები რუსეთს საგრძნობლად დააასუსტებს, რაც მომავალში სამხედრო დაპირისპირებების დაწყების რისკს შეამცირებს.  

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ემბარგო მომდევნო წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ. მხარს ვუჭერთ, რომ თანდათან უარი ვთქვათ რუსულ ნავთობზე და ეს ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტშიც აისახოს”, - განაცხადა ბერბოკმა

 შეგახსენებთ, რომ გერმანიის  ეკონომიკის მინისტრმა მოლოდინი გამოთქვა, ,რომ ზაფხულის ბოლომდე გერმანია  რუსული ნედლი ნავთობის იმპორტისგან სრულად დამოუკიდებელი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics