21:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 10:37:15, 1516 ნახვა

სამართალი
გაერო მზადაა დაასახელოს უკრაინაში ომის დანაშაულის თითქმის 6000 მსხვერპლი

რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაერო, პირობას იძლევა რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში სამხედრო დანაშაულებში მონაწილე რუსი ოკუპანტები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, დაზარალებულებმა და მათი ოჯახის წევრებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ მიყენებული ზიანისა და გადატანილი ტრაგედიისთვის.

მისი თქმით, დღემდე, გაერომ უკვე დაარეგისტრირა და დაადასტურა 5939 ომის მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2787 დაიღუპა და 3152 დაშავდა.

”რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია და ჩემი ოფისი მუშაობს მათ დადგენისთვის”, - თქვა ბაჩელეტმა და დასძინა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა იყო მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მსხვერპლი მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, საარტილერიო დაცხრილვით, რაკეტებით თუ ჰაერიდან დაბომბვით.

თავის მხრივ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ ვიდეო ზუმით განაცხადა, რომ ომის წესების დარღვევის 8000-ზე მეტი საქმე გახსნა.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა აღნიშნა, რომ 43 ქვეყანამ - რომელიც რეკორდული რაოდენობაა - შეიტანა ბრალდებები უკრაინაში ომის კანონების დარღვევის შესახებ.

„კანონი კონფლიქტის ყველა მხარისთვის ერთნაირია, იქნება ეს უკრაინა თუ რუსეთი, და სახელმწიფოს სახელით თუ დამოუკიდებლად მოქმედ პირებს აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და პირობა დადო, რომ ჩაატარებს დამოუკიდებელ გამოძიებას თითოეულ საქმეზე.

იმავდროულად, რუსეთი აგრძელებს უკრაინის დანაშაულის ჩადენაში დადანაშაულებას და სასამართლოს უწოდებს მიკერძოებულ და პოლიტიზებულ ორგანიზაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics