|
2022-04-26 14:24:36, 1314 ნახვა
საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, 2021 წელს განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგები შეაჯამეს
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებისა და ამერიკის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის სამეცნიერო ჯგუფის წევრების მონაწილეობით, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, აშშ-ის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ დაფინანსებული იმ სამეცნიერო-კვლევით პროექტების შედეგები შეაჯამეს, რომლებიც 2021 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში განხორციელდა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და გეგმებზეც იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)