21:03 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-21 11:35:19, 1583 ნახვა

სამართალი
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ლანჩხუთში 4 მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა

გურიის პოლიციამ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 4 მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.პ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 მამაკაცს: 1986 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, 1995 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ლ.გ.-სა და 1981 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.პ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“ , - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics