18:51 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 17:08:57, 1551 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის საგარეო - უკრაინელ სამხედროებს წვრთნას და ტექნიკურ მომსახურებას გავუწევთ

გერმანია უკრაინელ სამხედროებს წვრთნას და ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკმა ავრცელებს.

მისივე თქმით, გერმანია მუდმივად გამოხატავს უკრაინის დახმარების სურვილსა და ინიციატივას.

„ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას, ჩვენ მივაწოდეთ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, Stingers საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბევრი სხვა იარაღი, რომლებზეც საჯაროდ არ გვისაუბრია“. - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლატვიელ კოლეგასთან, ედგარს რინკევიჩთან საუბრისას, ბაერბოკმა დაამატა, რომ გერმანიამ არჩია, არ გაესაჯაროებინა ყველა ის იარაღი, რომელიც მანამდე უკრაინას გაუგზავნა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics