08:27 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 12:24:29, 1391 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა, კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, განიხილეს მათთვის COVID სტატუსის დასრულებისა და პანდემიამდელ ვითარებაში დაბრუნების საკითხი. შეხვედრაზე, მხარეებმა, სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების ტარიფების განსაზღვრაზეც იმსჯელეს. სამინისტრო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში ანაზღაურების ახალი სისტემა დაინერგოს. იგეგმება DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლა, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. სისტემის საშუალებით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისათვის გადაიხდის.

მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივ საკითხებზე, კლინიკებთან ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც ჰოსპიტალურ სექტორს არ დააზარალებს, თუმცა, მთავარი, პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა იქნება





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics