17:41 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 19:37:19, 1640 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა კიევის რეგიონში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

კიევის რეგიონში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსული აგრესიის შედეგად, აბსოლუტური უმრავლესობა დახვრიტეს, ხოლო ცხედრების პოვნა გრძელდება. - ამის შესახებ, კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„რუსეთის აგრესიის შედეგად კიევის რეგიონში უკვე დაიღუპა 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე“. - აცხადებს პოლიციის მაღალჩინოსანი.

მისი თქმით, მხოლოდ ბუჩაში 420-ზე მეტი ცხედარი უკვე ნაპოვნია.

"ცხედრების პოვნა გრძელდება, როდესაც ადამიანები სახლში ბრუნდებიან და მიცვალებულებს სახლში, სარდაფებში ან ჭებში პოულობენ. მხოლოდ ერთ დღეში სამართალდამცავებმა დაათვალიერეს და 48 ადამიანის ცხედარი კიევის მორგებში გადაასვენეს." - აღნიშნავს ანდრეი ნებიტოვი.

გარდა ამისა, ნებიტოვის თქმით, მხოლოდ აპრილში დაფიქსირდა დაშავებისა და გარდაცვალების 12 შემთხვევა, რომლებიც აფეთქდა ოკუპანტების მიერ დატოვებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics